1. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს, აგრეთვე ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესს;

გ) ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, იყენებს წახალისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს სამსახურის თანამშრომლების მიმართ;

ე) სამსახურის შესაბამის თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, ასევე აქვეითებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის შესახებ;

ზ) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

თ) უზრუნველყოფს სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ი) იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განსახილველად მიღებასთან/მიღებაზე უარის თქმასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებულ და სხვა გადაწყვეტილებებს;

კ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით, იღებს გადაწყვეტილებებს შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებასთან, გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;

ლ) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების თაობაზე;

მ) უზრუნველყოფს სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას;

ნ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე, საჭიროების მიხედვით, მათზე და სამსახურის სხვა თანამშრომლებზე ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას;

ო) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას;

პ) შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას;

ჟ) სამსახურის ფუნქციების შესრულების პროცესის სრულყოფის, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, უფლებამოსილია შექმნას სამუშაო/ სპეციალური/სათათბირო ჯგუფები და კომისიები.

რ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სამსახურის უფროსის მოადგილე. სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე სარგებლობს სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და სამართლებრივი გარანტიები