1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამართალდამცავ ორგანოებში ან სხვა საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებში ან სხვა საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა საჯარო დაწესებულებების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
დ) ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შედეგად გამოვლენილ შემთხვევებზე რეაგირება.
2. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამართალდამცავ ორგანოებში ან სხვა საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებში ან სხვა საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის მიზნით, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარება;
გ) სამსახურის უფროსისათვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა:
გ.ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განსახილველად მიღებასთან, მიღებაზე უარის თქმასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
გ.ბ) შემოწმების (ინსპექტირების), მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის დასრულებისა და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად გაცემული, სამსახურის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ შემოწმების, დაწყებასთან, გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
დ) ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შედეგად ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე რეაგირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, სამართალდამცავ ორგანოებში ან სხვა საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
ი) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
კ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ლ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;
მ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის განხილვა;
პ) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისაგან;
ბ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;
გ) მოიპოვოს ყველა საჭირო მტკიცებულება პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განსახილველად, შემოწმების (ინსპექტირების) ჩასატარებლად და სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის:
გ.ა) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ასევე, ფიზიკური პირისაგან;
გ.ბ) ჩაატაროს ზეპირი განხილვის სხდომა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ფარგლებში;
გ.გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტებები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, შეადგინოს შემოწმების ოქმი და გამართოს შეხვედრები შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების ფარგლებში;
გ.დ) მიმართოს სამსახურის უფროსის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე;
გ.ე) მიმართოს სამსახურის უფროსს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე;
გ.ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაასაიდუმლოოს შემოწმების მიზნებისათვის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წარმოებული დოკუმენტები;
ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
4. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენცია, გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა, ასევე ვრცელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებებზ