1. საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
ბ) საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებთან დაკავშირებით საჯარო სექტორის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
2. საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა;
ბ) საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება);
გ) სამსახურის უფროსისათვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა:
გ.ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განსახილველად მიღებასთან, მიღებაზე უარის თქმასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
გ.ბ) არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების), მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის დასრულებისა და არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად გაცემული, სამსახურის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ შემოწმების დაწყებასთან, გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
თ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
ი) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
კ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში, მათი შესრულება;
ლ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ნ) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის განხილვა;
პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისაგან;
ბ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;
გ) მოიპოვოს ყველა საჭირო მტკიცებულება პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განსახილველად, შემოწმების (ინსპექტირების) ჩასატარებლად და სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის:
გ.ა) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ასევე, ფიზიკური პირისაგან;
გ.ბ) ჩაატაროს ზეპირი განხილვის სხდომა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ფარგლებში;
გ.გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტებები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, შეადგინოს შემოწმების ოქმი და გამართოს შეხვედრები შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების ფარგლებში;
გ.დ) მიმართოს სამსახურის უფროსს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე;
გ.ე) მიმართოს სამსახურის უფროსს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე;
გ.ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
დ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
4. საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენცია არ ვრცელდება ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებზ