1.სამსახურის უფროსის აპარატის ამოცანებია:
ა) სამსახურის უფროსის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა;
ბ) სამსახურის უფროსის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების ფარგლებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შემუშავების ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
2. სამსახურის უფროსის აპარატის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საინფორმაციო მხარდაჭერა;
ბ) სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან სამსახურის უფროსის თათბირების/ შეხვედრების ორგანიზება;
გ) სამსახურის უფროსის სახელზე მიღებული კორესპონდენციის დამუშავება და მისი შესრულების კოორდინაცია;
დ) სამსახურის უფროსის დავალებით, ცალკეული საკითხების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან/ერთეულებთან შეთანხმება და მათი შესრულების კოორდინაცია;
ე) სამსახურის უფროსის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადებაში მხარდაჭერა;
ვ) სამსახურის ეფექტურ ფუნქციონიერებასთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება/შეთავაზება;
ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების პროექტების მიღება/კორექტირება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების პროექტების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით;
ი) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების (მათ შორის დავალებებისა და რეკომენდაციების) შესრულების კოორდინაცია;
კ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების მატერიალური და ელექტრონული რეესტრის წარმოება;
ლ) შიდა აუდიტთან კოორდინაციით, საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული, ზეპირი კონსულტაციების გაწევა, კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;
ნ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სამსახურის უფროსის აპარატი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;
ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი