1. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო (მათ შორის, ევროპულ) სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დაწესებულებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამსახურის სახელით ურთიერთობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;

ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ვ) სამსახურის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა შრომითი, შესყიდვების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა) და მემორანდუმების პროექტების მომზადება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;

თ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნისა და სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანების) პროექტის   მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ი) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაცია;

კ) სამსახურის სხვა დეპარტამენტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე წერილობითი კონსულტაციების გაწევა, კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

პ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ჟ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

რ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ს) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

ტ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

უ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ფ) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი