1. მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
2. ინსპექტირების წლიური გეგმის შემუშავებისას, სააგენტომ სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა გაითვალისწინოს:
ა) რისკების შეფასების შედეგები;
ბ) ტექნოლოგიური სიახლეები;
გ) კონსულტაციები ინსპექტირების ობიექტთან;
დ) სააგენტოს რესურსები.
3. სააგენტო უფლებამოსილია რისკების ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში მოიწვიოს და ჩართოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი.
4. გეგმური ინსპექტირების დაწყების შესახებ სააგენტო ინსპექტირების ობიექტს აცნობებს წინასწა