1. მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს სააგენტო.

2. ინსპექტირების ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განახორციელოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება;

ბ) დაადგინოს გამოვლენილი დარღვევა;

გ) ინსპექტირების მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი პირებისგან და ორგანოებისგან;

დ) შევიდეს ინსპექტირების ობიექტის ტერიტორიაზე ცალკეული გარემოებების ადგილზე შესწავლის მიზნი