1. მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების  წესი (შემდგომ – წესი) ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ინსპექტირების განხორციელების მიზნებსა და წესს, ასევე განსაზღვრავს სააგენტოს უფლებამოსილი პირისა  და ინსპექტირების ობიექტის უფლება-მოვალეობებს.

2. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს სააგენტოს თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობ