1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) გეგმავს/წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს სიახლეების ინიცირებას და უზრუნველყოფს ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობას;

გ) ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

დ) სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ადგენს თანამშრომელთა საჭიროებებს და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

ე) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, ახდენს მათი საქმიანობის კოორდინაციას და აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს;

ვ) სამუშაო პროცესში აძლევს სამმართველოს თანამშრომლებს მითითებებს, დავალებებსა და უკუკავშირს;

ზ) ზედამხედველობს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს სამმართველოში შემოსულ ან სამმართველოს მიერ მომზადებულ კორესპონდენციას, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ი) უშუალო უფროსს წარუდგენს წინადადებებს, სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) ანაწილებს არსებულ რესურსებს, ახდენს სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური საშუალებების სწორი გამოყენების მონიტორინგს და დამატებით საჭიროების თაობაზე მიმართავს უშუალო უფროსს;

ლ) მონაწილეობს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან/და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარსადგენი ანგარიშის მომზადებაში;

მ) დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას;

ნ) უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი V

სამსახურის ფინანსური უზრუნველყო