1. სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს (შემდგომში - სამმართველოს) უფროსი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია მის სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
თ) ახორციელებს კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ