1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ვ) სააგენტოს უფროსს
წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) სააგენტოს უფროსის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
2. დეპარტამენტის განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ახდენს ვიზირებას განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებზე
;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.
3. რაიონულ განყოფილებას ჰ
ყავს უფროსი და უფროსის მოადგილეები.
4. რაიონული განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს რაიონული განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილეებსა და თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს რაიონული განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ახდენს რაიონულ განყოფილებაში მომზადებული
დოკუმენტები
ს ვიზირებას;
ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს რაიონული განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) სააგენტოს უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებ