სააგენტოს უფროსი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს
;
ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
კ) სააგენტოშ
ი სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტო
ს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;
ნ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ო) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტო
ს ამოცანების შესასრულებლად;
პ) ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით,იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
ჟ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტ
ურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი
კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
რ) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
ს) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ტ) წარმოადგენს სააგენტოსა და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 23.05.2014
მუხლი 4. სააგენტოს უფროსი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
- მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
- მუხლი 5. სააგენტოს უფროსის მოადგილეები
- მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა:
- მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები
- მუხლი 8. სააგენტოს ქონება
- მუხლი 9. სააგენტოს ფინანსები
- მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 13. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2014. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 110725041, 26/07/2011.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №19.04.793, 22.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260030.37.101.016070 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1431660/muxli-4/