1. სააგენტო შედგება დეპარტამენტებისა და განყოფილებებისგან. დეპარტამენტები, თავის მხრივ, შედგება განყოფილებებისგან.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
საორგანიზაციო განყოფილება.
3. ზედამხედველობის დეპარტამენტი:
ზედამხედველობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საინფორმაციო-
ანალიტიკური განყოფილება.
4. ოპერატიული მართვის დეპარტამენტი:
ა) სამაშველო განყოფილება;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული განყოფილება.
5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
6. საფინანსო განყოფილება.
7. შესყიდვების განყოფილება.
8. 011 ცენტრალური სადისპეტ
ჩერო (განყოფილება).
9. დიდგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ორი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილით (ასეული).
10. ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ხუთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული) და ერთი სამაშველო (ასეული) ნაწილით.
11. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული) და ერთი სამაშველო (ასეული).
12. ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ერთი კავშირგაბმულობის ნაწილით.
13. გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული) და ერთი სამაშველო (ასეული) ნაწილით.
14. ძველი თბილისის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი სამი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული) და ერთი სამაშველო (ასეული) ნაწილით.
15. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა;
ბ) საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;
გ) სააგენტოსათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა;
დ) არქივის წარმოება.
16. ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის ზედამხედველობის განხორციელება, შემთხვევებისა და მათი შედეგების აღრიცხვა;
ბ) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორგანიზება საგანგებო სიტუაციების წესებთან დაკავშირებით;
გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებების სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება, ქალაქ თბილისის მაშტაბით.
17. ოპერატიული მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) შემოსული ინფორმაციის დამუშავება;
ბ) ოპერატიული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა;
გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო წარმოების ორგანიზება;
დ) წყალსა (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები) და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების წარმოების ორგანიზება.
18. საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბალანსო ერთეულების, აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის გაფორმება, აღრიცხვა და ანგარიშგება.
19. შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
შესყიდვების განხორციელება.
20. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ქონების აღრიცხვა, მიზნობრივი ხარჯვა და ექსპლუატაცია.
21. 011 ცენტრალური სადისპეჩეროს (განყოფილება) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება.
22. რაიონული განყოფილებების (რაზმები) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკა;
ბ) ხანძრების ჩაქრობა;
გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება