სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:
ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-
ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;
ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.
2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით;
ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში;
გ) საგანგებო სიტუაციების (მათ შორის – ხანძრების) აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
დ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება;
ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა;
ზ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
თ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირება, დადგენილი სპეციალური ფორმით წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში;
ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მეტროპოლიტენი, სამთო გამონამუშევრები, გამოქვაბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმივი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა;
ლ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა;
მ) საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის მიღება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ცენტრალურ ორგანოსთან კოორდინაციით;
ნ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღრიცხვა.
ო) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;
პ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;
ჟ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;
რ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა;
უ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც ექვემდებარებიან ზედამხედველობას;
ფ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ქ) დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების ხარისხის კონტროლი;
ღ) სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიუიური უბედურებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;
ყ) მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით;
შ) წყალქვეშა ტექნიკური და სხვა საძიებო (სამყვინთაო) სამუშაოების ჩატარება;
ჩ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მათი ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;
ც) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;
ძ) ქალაქ თბილისის მერიის
საჯარო სამართლის იურიდიული პირ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან და სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა.
3. სააგენტო
ს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვს:
ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს, მშენებლობის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ე) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად;
ვ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ანდა ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
ზ) კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის;
თ) ნებისმიერი ორგანოსა და პირისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს;
ი) დედაქალაქის ბიუჯეტის შედგენისას, შეიმუშაოს სააგენტო
სა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთა ნუსხა და წარადგინოს ქალაქის მთავრობაში;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა გაუწიოს უწყებებს, საწარმოებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში;
ლ) კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები;
მ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში ქალაქ თბილისის მასშტაბით;
ნ) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით;
ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რეკომენდაციებით, საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;
პ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფს;
ჟ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გააფორმოს მიღება-
ჩაბარების აქტები;
რ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
4. სააგენტო
უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განახორციელოს ამ წესდებით განსაზღვრული, მის კომპეტენციას მიკუთვნ
ებ
ული საქმინაობა