2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მითითებების/ინსტრუქციების შესრულებას სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სტაჟირების გავლას;
ზ) სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებზე;
თ) აანალიზებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას და სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
კ) სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფში შემავალი დანაყოფების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ