2. სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა  და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმების, პროგრამების, მეთოდური მასალებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების სასწავლო დაწესებულებებაში დაყვანას;

ბ) ზედამხედველობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და შესრულებას;

გ) ზედამხედველობს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ქვეპროგრამების შემუშავებას, განხორციელებასა და კოორდინირებას;

დ) ამზადებს ქვეპროგრამების ერთიან ანგარიშებს;

ე) ხელს უწყობს სახელოვნებო სწავლების დანერგვას;

ვ) საჭიროებისამებრ ახორცილებს სასწავლო დაწესებულებების მონახულება-დათვალიერებას;

ზ) ამზადებს  შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე პასუხებს;

თ) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

კ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას,  ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ლ) ასრულებს კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებ