2. განყოფილების უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, წყვეტს განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს განყოფილების მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობას;
დ) ვიზირებით ადასტურებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებსა და პროექტებს;
ე) პერიოდულად ისმენს ანგარიშს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან განყოფილების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, ასევე მათი წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე.
3. განყოფილების უფროსი განყოფილებისა და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილის და სამსახურის უფროსის წინაშ