2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის ან/და გენერალური ინსპექციის უფროსის ცალკეული დავალებებს და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსისა და მინისტრის წინაშ