ა) სამინისტროს გამგებლობის სფეროში სისტემური მონიტორინგის განხორციელება ამ დებულებით დადგენილი წესით, მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და სისტემური მონიტორინგის ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) მომზადება;
ბ) სამინისტროს გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი, შესაძლო დარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, ამ დებულებით დადგენილი წესით და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურებრივი მოვალეობებისა და მოთხოვნების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი. დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება, აგრეთვე ამ მიზნით მოსამსახურეთა პერიოდული შემოწმება;
ე) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეგირება;
ვ) სისტემური მონიტორინგისა და სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ზ) სისტემური მონიტორინგისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, ამ დებულებით დადგენილი წესით, სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და საჯაროდ გამოქვეყნება;
თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;
ი) სამინისტროში შემოსული და გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული ცალკეული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციე