ა) ამ დებულებით დადგენილი წესით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას:
ა.ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სამსახურებრივი მოვალეობებისა და მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
ა.ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის თაობაზე;
ა.გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის სავარაუდო ფაქტებზე;
ა.დ) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო ფაქტებზე;
ბ) შეიმუშავებს შესაბამის დასკვნასა და მოხსენებით ბარათს ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე;
გ) აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონის დარღვევის შემთხვევების სტატისტიკას, რეგულარულად ახდენს მის კომპლექსურ და თემატურ ანალიზს;
დ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზს და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;
ე) ამ დებულებით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში;
ვ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ზ) განიხილავს სამინისტროში შემოსულ და გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხებს;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ ცალკეულ დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში.
გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილება