ა) უზრუნველყოფს წლის განმავლობაში ჩასატარებელი სისტემური მონიტორინგის გეგმის შემუშავებასა და გენერალური ინსპექციის უფროსისათვის წარდგენას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს გამგებლობის სფეროში სისტემური მონიტორინგის განხორციელებას, ამ დებულებით დადგენილი წესით, მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და ანგარიშის მომზადებას;

გ) უზრუნველყოფს სისტემური მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზს და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;

დ) ამ დებულებით დადგენილი წესით,  მონაწილეობს სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში;

ე) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) განიხილავს სამინისტროში შემოსულ და  გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხებს;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ ცალკეულ დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებშ