მუხლი 19🔗
სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები/საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ან სხვა საშუალებით მიღებული ინფორმაცია ან/და ანგარიშში ასახული ფაქტებ