ა) მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამინისტროს სისტემის მოსამსახურისაგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) საჭიროებისამებრ, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;
გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან გაესაუბროს იმ პირებს, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე ან/და მიიღოს ინფორმაცია სხვა ღია წყაროებიდან;
დ) განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მინისტრთან შეთანხმებით, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ე) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას დაუბრკოლებლად შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ სხვა შენობა-ნაგებობებში;
ვ) გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეადგინოს შესაბამისი ოქმი;
ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებ