ა) სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ადგენს შესაბამის დასკვნას;
ბ) სათანადო საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით ასრულებს სამსახურებრივ შემოწმებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ფაქტობრივი გარემოებების აღწერასა და შეფასებით ნაწილს. დასკვნას ხელს აწერს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებასა და დასკვნის შედგენაში, გენერალური ინსპექციის შესაბამისი შიდა სტრუქტურული ერთეულის უფროსი და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. დასკვნას ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი და შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგენს მინისტრს, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი მოხსენებითი ბარათი სამსახურებრივი შემოწმების დასრულების თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებასა და მოხსენებითი ბარათის შედგენაში, გენერალური ინსპექციის შესაბამისი შიდა სტრუქტურული ერთეულის უფროსი და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. მოხსენებითი ბარათი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება გენერალური ინსპექციის უფროსს.
4. თუ სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღებამდე ან მოსამსახურის დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი ბრძანების გამოცემამდე, გათავისუფლდა/დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან, გენერალური ინსპექცია ამ დებულებით დადგენილი წესით შესაბამისი დასკვნით შეწყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას.
5. გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა ეგზავნება სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურს და ინახება მოსამსახურის პირად საქმეშ