2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის სახეზე სხვა, უფრო მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევის ნიშნები.

3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს მინისტრ