1. სამსახურებრივი შემოწმება, გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. სამსახურებრივი შემოწმების შეჩერებისას კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების აღმოფხვრისთანავე, სამსახურებრივი შემოწმება განახლდება გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით.
3. გადაწყვეტილება სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი დასკვნის გაუქმების შესახებ უნდა შეთანხმდეს მინისტრთან.