ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალები;

ბ) თუ სამსახურებრივი შემოწმებისას გამოვლინდა სისტემური პრობლემა, შეიმუშავოს რეკომენდაცია და წარუდგინოს მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.  რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს პრობლემის აღწერას და მისი გადაჭრის გზებს;

გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები  გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს დადგენილი წესით;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციით მიმართოს სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ თანამდებობის პირს შესაბამისი დაწესებულების, ორგანოს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის თაობაზ