2. გეგმიური სისტემური მონიტორინგი ხორციელდება წინასწარ დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით. სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმას ყოველი მომდევნო წლისათვის, არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი დეკემბრისა, შეიმუშავებს სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსი. სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმას გენერალური ინსპექციის უფროსი წარუდგენს მინისტრს, რომელიც ამტკიცებს მას შესაბამისი ბრძანებით.
3. სისტემური მონიტორინგის წლიური გეგმა უნდა განსაზღვრავდეს წლის განმავლობაში ჩასატარებელი სრული და თემატური სისტემური მონიტორინგის რაოდენობას, შესამოწმებელი ობექტებისა და თემატიკის მითითებით, შემოწმების ჩატარების დროს და სავარაუდო ხანგრძლივობას. სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები ობიექტური გარემოებების არსებობისას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
4. სისტემური მონიტორინგის გეგმა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ითვალისწინებდეს განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების სრულ სისტემურ მონიტორინგს არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულების სრულ სისტემურ მონიტორინგს – არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, ნახევრად ღია ტიპის პენიტენციური დაწესებულების სრულ სისტემურ მონიტორინგს – არანაკლებ ოთხ წელიწადში ერთხელ და დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების სრულ სისტემურ მონიტორინგს – არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ.
5. არაგეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი, რის შესახებაც მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
6. არაგეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყებისთვის არ არის საჭირო რაიმე ინფორმაციის, დავალების ან/და მითითების არსებობა და მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტლება შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველგვარი საფუძვლისა და წინაპირობის გარეშ