ა) დაუბრკოლებლად შევიდეს და გადაადგილდეს პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით;

ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს და გაესაუბროს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს და დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და შეადგინოს გასაუბრების ოქმი, აგრეთვე  ჩაატაროს მათი ანკეტური გამოკითხვა;

გ) შეუზღუდავად გაეცნოს მონიტორინგის პროგრამით განსაზღვრულ საკითხებზე დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას და დაწესებულებაში დაცულ სხვა ინფორმაციას, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ან/და ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისტემური მონიტორინგის განხორციელებისას, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე შეიტანოს და გამოიყენოს აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკა.

2. ჯგუფის წევრი ამ დებულებით განსაზღვრული სისტემური მონიტორინგის ჩატარებისას ვალდებულია:

ა) ობიექტურად, მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად ასახოს შესამოწმებელ ობიექტზე არსებული ვითარება;

ბ) სისტემური მონიტორინგის პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

გ) დაიცვას და არ გაამჟღავნოს სისტემური მონიტორინგის პროცესში მიღებული კონფიდენციუალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები;

დ) სისტემური მონიტორინგის განხორციელებისას დაიცვას საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები;

ე) სისტემური მონიტორინგის პროცესში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებ