2. ჯგუფში შესაძლოა მოწვეულ იქნეს სპეციალური ცოდნის მქონე პირი, ექსპერტი ან/და თარჯიმანი, საჭიროების შემთხვევაში.
3. ჯგუფის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს ჯგუფის წევრებს შორის;
ბ) ორგანიზებას უწევს სისტემური მონიტორინგის პროცესს;
გ) ზედამხედველობს ჯგუფის წევრების საქმიანობას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მონიტორინგის პროცესში წამოჭრილ საკითხებზე;
ე) მიმართავს სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსს მონიტორინგის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შესახებ;
ვ) მოითხოვს მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას შესამოწმებელი ობიექტისგან;
ზ) ადგენს ოქმს მონიტორინგის პროცესში წარმოშობილი ინციდენტის ან/და დაბრკოლების თაობაზ