2. სისტემური მონიტორინგის სახეებია:
ა) სრული სისტემური მონიტორინგი;
ბ) თემატური სისტემური მონიტორინგი.
3. სრული სისტემური მონიტორინგის დროს გენერალური ინსპექცია ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების კომპლექსურ შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც დადგენილი წესით ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების სხვადასხვა მიმართულებასთან და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეკრება, არსებული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი, საერთო შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
4. თემატური სისტემური მონიტორინგის დროს გენერალური ინსპექცია ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც დადგენილი წესით ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან ან/და პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების რომელიმე მიმართულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან საკითხთა წრის შესახებ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეკრება, არსებული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი, საერთო შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებ