2. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული და საქართველოში 5 წლის განმავლობაში მცხოვრები ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირისათვის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას არ მოწმდება ნატურალიზაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოები ვალდებულნი არიან, წარუდგინონ სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 8 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დამაბრკოლებელი გარემოებებ