2. საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს შესაბამის ორგანოში განცხადების რეგისტრაციის დღიდან, ხოლო საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების შემთხვევაში – 5 კალენდარულ დღეს.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის დინება შეიძლება შეჩერდეს დოკუმენტაციის წარდგენიდან სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლამდე, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სააგენტო აუცილებლად მიიჩნევს მასთან პირადად გასაუბრებას.

4. თუ საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია საჯარო ან/და სხვა დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოძიება ან დადასტურება, საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვი