ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადებას;
ბ) ფოტოსურათს – ზომით 3X4;
გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) ამ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს.
2. მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით, ხოლო საზღვარგარეთ საფასურის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
3. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
4. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადება მიღებულად ითვლება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის ელექტრონული მართვის სისტემაში რეგისტრაციის დღიდან.
5. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით უზრუნველყოფილ უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს განმცხადებელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათ