2. ნატურალიზაციის სახეებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება – მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ან სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება – საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირისათვის ან რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება;
გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება – საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს;
დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება – საქართველოს მოქალაქეობაშეწყვეტილი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით აღდგენ