1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:

ა) დაბადებით;

ბ) ნატურალიზაციით.

2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.

3. ნატურალიზაციის სახეებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;

გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;

დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება