1. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

2. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა.

3. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018