ბრძანება N 9089

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 9089
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9089

26.04.2023

„----------“ (პ/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 24 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №51876/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №21-10/23618 გადაწყვეტილებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გავრცელების საკითხს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივნის განმარტებით, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელზე ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გავრცელებას, განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის. სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს, როგორც საკუთრებას, ასევე სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობას. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილზე მითითებით ითხოვს, შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალება განხილულ იქნას, როგორც ერთი ოჯახის მიერ შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებად.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას და სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გავრცელებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----------) იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად გათვალისწინებული შეღავათით გავრცელების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს თავდაპირველად მიმართა „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 1 თებერვლის №17972/21 განცხადებით, რომლის პასუხად №21-10/9107 06.02.2023 წერილით, კანონით გათვალისწინებული ნორმების მითითებით, ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია და განემარტა პირობები აღნიშნული შეღავათის მისაღებად.

ამის შემდეგ „----------“-მა განმეორებით, უკვე როგორც „----------“ (პ/ნ ----------) წარმომადგენელმა, მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 16 მარტის №46124/21-11 განცხადებით, აღნიშნული პირისათვის იგივე სატრანსპორტო საშუალების იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე, რის პასუხადაც საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია გაეგზავნა №21- 10/23618, 22.03.2023 წერილით.

როგორც წარმოდგენილი ინფორმაცით ირკვევა, „----------“ (პ/ნ ----------) წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის და ასევე საქართველოს მოქალაქეს. „----------“-ს (პ/ნ ----------) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდგომ შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ დაუკარგავთ საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება კანონმდებლობით არც ჰქონია შეზღუდული ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნისას. ვინაიდან, მათი სტატუსი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა როგორც „----------“-ის (პ/ნ ----------), ისე „----------“-ს (პ/ნ ----------) მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ WDDNG8GB7AA308307) იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება დაცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

დადგენილია, რომ მომჩივანი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის და ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდგომ შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობაც. შესაბამისად, აღნიშნულ პირს არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება კანონმდებლობით არც ჰქონია შეზღუდული ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნისას. ამდენად მათი სტატუსი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტი იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს ფიზიკური პირის (და არა ოჯახის წევრის) მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქონლის იმპორტი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების იმპორტისას აღნიშნული შეღავათი ვრცელდება ოჯახზე მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალებაზე. ფიზიკური პირის საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა კი, უნდა დასტურდებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №21-10/23618 გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივნის განმარტებით, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელზე ითხოვს შეღავათის გავრცელებას, განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტი იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს ფიზიკური პირის (და არა ოჯახის წევრის) მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქონლის იმპორტი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების იმპორტისას აღნიშნული შეღავათი ვრცელდება ოჯახზე მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალებაზე. ფიზიკური პირის საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა კი, უნდა დასტურდებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №21-10/23618 გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199 („დ.ე“)