მუხლი 211. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
თავი III — საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
1. საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
3. არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.
4. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3627 – ვებგვერდი, 21.11.2023წ. თავი IVსაქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წე
საქმე №ბს-808(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
…მათ შორის მოსარჩელის შესახებ უარყოფით დასკვნაზე, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. 3.5. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს…
საქმე №ბს-347(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
…წინაპირობები კი ამომწურავად არის მითითებული დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში…
საქმე №ბს-835(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
…ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები, სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველ მუხლზე, ამავე კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტზე, 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 24-ე მუხლზე და ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 6.2.1. 2024 წლის…
საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…მე-12 პუნქტი (ამჟამინდელი რედაქციის მე-7 პუნქტი) კი განსაზღვრავს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ხოლო…
საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…აქტის გამოცემის დავალება მ. ქ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტები მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე “მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მართალია მან მიიღო ისრაელის მოქალაქეობა, თუმცა…
საქმე №ბს-246(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
საქმე №ბს-534(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
საქმე №ბს-263(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
საქმე №ბს-976(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
საქმე №ბს-1131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
საქმე №ბს-1377(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2025
საქმე №ბს-638(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
საქმე №ბს-758(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
საქმე №ბს-675(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
საქმე №ბს-521(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
საქმე №ბს-365(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2024
საქმე №ბს-986(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2024
საქმე №ბს-354(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
საქმე №ბს-314(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2024
საქმე №ბს-319(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
საქმე №ბს-1103(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
საქმე №ბს-1235(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
საქმე №ბს-1476(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
საქმე №ბს-1119(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
საქმე №ას-1607-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2024
საქმე №ბს-978(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
საქმე №ბს-571(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
საქმე №ბს-746(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
საქმე №ბს-999(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
…ეკონომიკური საქმიანობისათვის. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.…