მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება
თავი I — ზოგადი დებულებანი
სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (13.05.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-95(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
…მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის…
საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
…ნაწილით, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, ხოლო მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნატურალიზაციის ერთ-ერთი სახეა: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს…