საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება:
ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით;
გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ · რედაქცია 26.06.2025
თავი III — საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება:
ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით;
გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
…დაკმაყოფილებულიყო 16.08.2023 წლის №1000903553 განცხადება/წარდგინება და მოსარჩელეს შეწყვეტოდა საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. 3.7. საქართველოს პრეზიდენტის 18.08.2023 წლის №389 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
…საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს (1-ლი მუხლი). ზემოაღნიშნული ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
…წლის №1000825045 დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დ. რ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, დ.
…დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის…
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მუხლი 19, №2319-IIს, 30.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010110000.04.001.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2342552/muxli-19/