1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

ა) არამართლზომიერად;

ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;

გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.

2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

3. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს.

4. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

5. მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით  საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.

7. (ამოღებულია - 21.07.2018, №3260).

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3627 – ვებგვერდი, 21.11.2023წ.
თავი IIIსაქართველოს მოქალაქეობის შეწყვე