1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;
გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.
4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (13.05.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა 1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონიპოს 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. 4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი IV საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(25)
საქმე №ბს-347(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
…აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის წინაპირობები კი ამომწურავად არის მითითებული დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის…
საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის №329 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მ. ქ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.…
საქმე №ბს-246(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
…ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადდა 2023 წლის 19 აპრილის №1000872139 დასკვნა, რომლის თანახმადაც, ა.შ-ის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის…
საქმე №ბს-534(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
…02.12.2021 წლის №7086 მიმართვის თანახმად, №1000753153 დასკვნაზე პირველი მოპასუხის სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის. 2.6. მეორე მოპასუხის 25.01.2022 წლის №1000751824 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.…
საქმე №ბს-263(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
…ექნება პირის ქვეყანასთან კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის. საკასაციო პალატა სადავო საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულების კანონშესაბამისობასთან მიმართებით მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს…
საქმე №ბს-1377(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2025
საქმე №ბს-638(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
საქმე №ბს-758(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
საქმე №ბს-521(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
საქმე №ბს-365(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2024
საქმე №ბს-986(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2024
საქმე №ბს-354(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
საქმე №ბს-314(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2024
საქმე №ბს-1103(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
საქმე №ბს-1235(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
საქმე №ბს-1476(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
საქმე №ბს-1119(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
საქმე №ბს-888(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
საქმე №ბს-571(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
საქმე №ბს-726(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
საქმე №ბს-746(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
საქმე №ბს-86(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
საქმე №ბს-999(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022