მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა
თავი IV — საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (13.05.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაუცველად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, იმ პირობით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზეზი დასაბუთებული იქნება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ხოლო დასახელებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო…
საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…დაკარგვის საფუძვლით. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის №329 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მ. ქ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მ. ქ-ი…
საქმე №ას-1461-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
…და ბინადრობის მოწმობის ასლები. 4.8. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით,,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 9.3 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტის, 18.1 მუხლის,,ბ“ ქვეპუნტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. მასვე ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, საქართველოს…
საქმე №ბს-246(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
…საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 20 აპრილის №184 ბრძანებულების თანახმად, ა.შ-ის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. კასატორის მითითებით, აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს…
საქმე №ბს-534(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
…დაკარგვის საფუძვლით. 2.7. პირველი მოპასუხის 25.01.2022 წლის №29 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. 2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს…
საქმე №ბს-263(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
საქმე №ბს-976(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
საქმე №ბს-1131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
საქმე №ბს-758(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
საქმე №ბს-675(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
საქმე №ბს-986(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2024
საქმე №ბს-571(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
საქმე №ბს-726(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
საქმე №ბს-521(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
საქმე №ბს-746(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022