მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი
თავი IV — საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.
2. განმცხადებელთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
5. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (13.05.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველკომის პრეზიდენტის ბრძდანდგებუნილებით დამტკიცებული დებულებით. 2. განმცხადებელთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. 4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. 5. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-638(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
…საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ…
საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
…განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N1 დადგენილების თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება, რომლითაც განისაზღვრა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“…
საქმე №ბს-746(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3, მე-11, მე-19, 21-ე, 211-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 28-ე და 29-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო…
…ჩაითველება საქართველოს მოქალაქედ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ…
…აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ…