1. არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.
2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.
3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ არასრულწლოვან ლტოლვილს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №881 – ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №881
წინა რედაქცია (13.05.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. 2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა. 3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ არასრულწლოვან ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად.