2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც 5 წელია ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება ჩვეულებრივი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისათვის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მშვილებლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დაინტერესებული პირის შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) არასრულწლოვნის ლტოლვილის სტატუსის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ვადა აითვლება ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციის დღიდა