ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

2. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მსურველმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოქალაქეობის შესახებ);

გ) საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;

დ) მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა).

3. მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისას განმცხადებელი ვალდებულია, თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი