მუხლი 1189. დაქორწინებული მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადასტურება
შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1189. დაქორწინებული მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადასტურება შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება ჩმეუღლეთან ერთობლივი აწნ ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების შესდახმადასტურებელი დოკუმენტებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ას-655-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
…თუ არა მან სამკვიდრო. 3.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 1189-ე მუხლის მიხედვით, კი შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის…
საქმე №ას-1139-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…განკარგვა (მტკიცების ტვირთის შებრუნება), რომლებიც მშობლისა და შვილის ბიოლოგიური კავშირის დადგენას ისახავს მიზნად, გამართლებულია მაშინ, როდესაც ბავშვის მშობლები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც განსხვავდება ამავე კოდექსის 1189-ე მუხლით მოწესრიგებული შემთხვევისაგან, როდესაც ივარაუდება შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან. საკასაციო პალატამ მხარი დაუჭირა იმ ზოგად…
საქმე №ას-85-81-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2017
…განკარგვა (მტკიცების ტვირთის შებრუნება), რომლებიც მშობლისა და შვილის ბიოლოგიური კავშირის დადგენას ისახავს მიზნად, გამართლებულია მაშინ, როდესაც ბავშვის მშობლები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც განსხვავდება ამავე კოდექსის 1189-ე მუხლით მოწესრიგებული შემთხვევისაგან, როდესაც ივარაუდება შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან. ამ თვალსაზრით სასამართლო აღნიშნავს, რომ…
…წესით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე, 1151-ე მუხლები}. 2. ქორწინების პერიოდში მხარეებს შეეძინათ შვილები: ბ., დაბადებული 2000 წლის 22 მარტს და თ., დაბადებული 2009 წლის 9 იანვარს {სსკ-ის 1187-ე და 1189-ე მუხლები}. 3. მოპასუხეს 2010 წლის 14 მაისს არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინა ვაჟი - ნ. 4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით…
…იმყოფებიან {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები}. 2. ერთად ცხოვრების დროს მეუღლეებს შეეძინათ ორი შვილი: 2005 წლის 26 თებერვალს დაბადებული გ. და 2006 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ნ. { სსკ-ის 1189-ე მუხლი }. 3. 2015 წლის 30 მარტს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით { სსკ-ის 1122-ე…