გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210019003062843
N 2/362-2019
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ზ----------ი
შესავალი ნაწილი
ზ----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე ვ----–---- ქ--–-----,ადვოკატი ე-–---- ბ---------ე,მოპასუხე რ----- გ---–---–---–ი,არასრულწლოვანი გ--------ი ქ--–-----ს საპროცესო წარმომადგენელი თ-- ჩ-------ე;
მესამე პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ი---- გ----------–---–ი
დავის საგანი: უფლების არარსებობის დადგენა,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადგენილ იქნეს, რომ მოპასუხე რ-----ი გ---–---–---–ი (პ/ნ 3----------) არ არის 2--- წლის 03 მარტს დაბადებული გ--------ი ქ--–-----ს (პ/ნ 1----------) მამა.
1.2. ცვლილება შევიდეს 2--- წლის 03 მარტს დაბადებული გ--------ი ქ--–-----ს დაბადების სააქტო ჩანაწერში N2----------, დაბადების რეგისტრაციის თარიღი 2--- წლის 04 მარტი და მამის გრაფიდან ამოირიცხოს მამად მითითებული რ----- გ---–---–---–ი ( პ/ნ 3----------).
მოსარჩელის პოზიცია
2019 წლის 24 ივნისს ზ----------ის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ვ----–---- ქ--–-----მ მოპასუხე რ----- გ---–---–---–ის მიმართ, უფლების არარსებობის დადგენის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოსარჩელე ვ----–---- ქ--–-----ს და მოპასუხე რ----- გ---–---–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2--- წლის 22 აპრილს. ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: გ------- გ---–---–---–ი დაბადებული 2--- წლის 06 თებერვალს და ა-------- გ---–---–---–ი დაბადებული 2013 წლის 21 სექტემბერს. მოპასუხესთან ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში ასევე შეეძინა შვილი გ--------ი ქ--–-----, დაბადებული 2--- წლის 03 მარტს, რომლის მამაც არ არის მოპასუხე რ-----ი გ---–---–---–ი. გ--------ი ქ--–----- ატარებს მოსარჩელის გვარს. მამის გრაფაში კი მითითებულია მოპასუხე რ----- გ---–---–---–ი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რ----- გ---–---–---–ის მიერ 2019 წლის 10 ივლისს წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და განმარტა, რომ სრულად ცნობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სარჩელს.
2019 წლის 27 ნოემბერს 14:00 საათზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომაზე მოპასუხე რ----- გ---–---–---–ი არ გამოცხადდა. მას სასამართლო სხდომის დრო და აგილი ეცნობა ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, პირადად ეცნობა ტელეფონის საშუალებით, რის შესახებაც შედგა შესაბამისი აქტი. მაგრამ მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
2.2. არასრულწლოვანი გ--------ი ქ--–-----ს საპროცესო წარმომადგენელმა თ-- ჩ-------ემ როგორც შესაგებელით ასევე სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო და სრულად დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
2.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილების მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო და განმარტა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ სარჩელის დაკმაყოფილება და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა. მამის გრაფიდან რ----- გ---–---–---–ის ამორიცხვა და მამის გრაფის ღიად დატოვება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 მოსარჩელე ვ----–---- ქ--–----- და მოპასუხე რ----- გ---–---–---–ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2--- წლის 22 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი გ------- გ---–---–---–ი დაბადებული 2--- წლის 6 თებერვალს და ა-------- გ---–---–---–ი დაბადებული 2013 წლის 21 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დაბადების მოწმობის ასლები;
- მხარეთა განმარტება.
3.1.2. მოპასუხე რ----- გ---–---–---–თან ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში მას ასევე შეეძინა მესამე შვილი გ--------ი ქ--–----- დაბადებული 2--- წლის 03 მარტს პ/ნ 1----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დაბადების მოწმობის ასლი;
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. გ--------ი ქ--–-----ს მამა არ არის მოპასუხე რ----- გ---–---–---–ი. ბავშვი ატარებს დედის ვ----–---- ქ--–-----ს გვარს, მაგრამ მამის გრაფაში მითითებულია მოპასუხე რ----- გ---–---–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დაბადების მოწმობის ასლი;
- მხარეთა განმარტება.
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვ----–---- ქ--–-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1189-ე მუხლებით.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 180-ე, 230-ე, 233-ე, 208-ე მუხლებით.
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ვ----–---- ქ--–-----ს სარჩელის გამო მოპასუხე რ----- გ---–---–---–ის მიმართ უფლების არარასებობის დადგენის თაობაზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2019 წლის 27 ნოემბერს 14:00 საათზე მოპასუხე რ----- გ---–---–---–ი არ გამოცხადდა. მას სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, პირადად ეცნობა ტელეფონის საშუალებით, რის შესახებაც შედგა შესაბამისი აქტი. მაგრამ მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ვ----–---- ქ--–-----მ და მისმა ადვოკატმა იშუამდგომლეს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოპასუხე რ-----ი გ---–---–---–ის გამოუცხადებლობის გამო.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი გ--------ი ქ--–-----ს საპროცესო წარმომადგენელმა თ-- ჩ-------ემ მხარი დაუჭირა მოსარჩელე ვ----–---- ქ--–-----ს შუამდგომლობას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მესამე პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ი---- გ----------–---–მა მხარი დაუჭირა მოსარჩელე ვ----–---- ქ--–-----ს შუამდგომლობას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს, ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით, ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ტელეფონის საშუალებით პირადად ეცნობა 2019 წლის 15 ნოემბერს და მას ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები და მიაჩნია, რომ იგი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნის რ----- გ---–---–---–ის მამობის არარსებობის აღიარების სამართლებრივი საფუძვლებია:
სამოქალაქო სააპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო კოდექსის 1189-ე მუხლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
დასახელებული კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. ხოლო მე-8 დანაწესის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თვისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის.
ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი გ--------ი ქ--–-----ს საპროცესო წარმომადგენელმა თ-- ჩ-------ემ და მესამე პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ი---- გ----------–---–მა ცნეს სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებ,ა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი, შესაბამისად მოპასუხე რ----- გ---–---–---–ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 230-ე, 233-ე, 205-ე, 208-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვ----–---- ქვაცაბაის სარჩელი მოპასუხე რ----- გ---–---–---–ის მიმართ უფლების არარსებობის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდეს:
1.2. დადგენილი იქნეს, რომ მოპასუხე რ-----ი გ---–---–---–ი (პ/ნ 3----------) არ არის 2--- წლის 03 მარტს დაბადებული გ--------ი ქ--–-----ს (პ/ნ 1----------) მამა.
3. ცვლილება შევიდეს 2--- წლის 03 მარტს დაბადებული გ--------ი ქ--–-----ს დაბადების სააქტო ჩანაწერში N2----------, დაბადების რეგისტრაციის თარიღი 2--- წლის 04 მარტი და მამის გრაფიდან ამოირიცხოს მამად მითითებული რ----- გ---–---–---–ი ( (პ/ნ 3----------) და მამის გრაფა დარჩეს ცარიელი.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. მოპასუხე რ----- გ---–---–---–ს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და მოპასუხეს განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ზ----------ის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5. გადაწყვეტილება მოსარჩელე ვ----–---- ქვაცაბაისა და მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის სამსახურის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ----------ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე